30-09-2021
ვაშინგტონში მდებარე მიშელენის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „Maydan" ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ- ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში, 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში, 18 ოქტომბერს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||