5-10-2021
პარლამენტი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მთავრობამ 1 ოქტომბერს გადასცა საკანონმდებლო უწყებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეიმუშავა გრაფიკი, რომლის მიხედვით ბიუჯეტი კომიტეტებმა უნდა განიხილონ. როგორც ბიუროს სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრულ ვადებში გადასცა პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 1300 გვერდზეა გაწერილი. ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 4, 4%- იან ზრდაზე.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ 6, 9 % დეფიციტით ვმუშაობთ და ეს დეფიციტი 4, 4%-მდე ჩამოვა. 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 400 000 000 ლარზე მეტი. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა 20-25 ლარით, გამომდინარე იქიდან, 70 წლამდე არის თუ 70 წლის ზევით პენსიონერის ასაკი. გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასები ზრდა და სხვადასხვა ტიპის შეღავათები. საკმაოდ კარგი და დაბალანსებული ვერსიაა,", -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე ინფორმაციით, გრაფიკით წარმოდგენილი განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.
ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||