გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება

7-10-2021

სერვისების ხელმისაწვდომობა; რეფორმები ეფექტური მმართველობისთვის; თანამშრომლების კომპეტენციების გაძლიერება; მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემები რატი ბრეგაძის ისრაელის იუსტიციის მინისტრ გიდეონ საართან შეხვედრის დროს.

 

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელი რატი ბრეგაძემ და გიდეონ საარმა მოაწერეს.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რატი ბრეგაძე შეხვედრას გამართავს ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ აიალეტ შაკედთან, მოგვიანებით კი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ომერ ბარლევთან, სადაც პრეზენტაცია გაიმართება ციხეების ელექტრონული დაცვის სისტემების შესახებ.

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ხვალ იერუსალიმის პატრიარქს და დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930