გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები

31-05-2018

გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციას აანონსებს. 
სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან.
„მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. ვინ არიან ჩვენი შვილის მკვლელები? შოთაძე უნდა გადადგეს, შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს“- განაცხდა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილის მიმართ დამნაშავედ ცნო, ხოლო დავით სარალიძის საქმეზე გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სარალიძესთან მიმართებით იგი დამნაშავედ ცნეს, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930