გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

12-10-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა.


1 წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.


თორნიკე რიჟვაძე სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930