გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბათუმის მერობის კანდიდატს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს შეხვდნენ

19-10-2021

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან.


რიგით მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი.


ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031