გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ თვალადში სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19-10-2021

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში, სასმელი წყლის სათავის და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სოფლის სასმელი წყლის ახალი შიდა ქსელი, 15მ3 და 50 მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე.


სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „მამისონი“ ახორციელებს.


სამუშაოს ღირებულება 253 573 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.


არსებული შიდა ქსელი ძველი და ამორტიზირებული იყო. ახალი ქსელი გაზრდის წყლის დებეტს და პროექტის დასრულების შემდეგ 500 -მდე მოსახლეს სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031