გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22-10-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.


ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან
შეხვედრის დასაწყისში მერმა ისაუბრა დანიის სამეფოში შემდგარი საქმიანი ვიზიტის შესახებ, შთაბეჭდილებებზე, სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამსახურებში სამუშაო პროცესის დროს გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, მიმდინარე პროექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.


შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031