გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

28-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში.


მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.


ორივე აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031