გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

1-11-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი", სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 322,5 გრამი) გამოვლინდა.


ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში, 37 061,99 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქე ა.მ.ა. სანქციის სახით, 14304.63 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, სამართალდამრღვევი სომხეთის მოქალაქის ა.ს.ბ.-ს საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031