გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: დღეიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე აცრილი მოქალაქეები შესაბამის წახალისებას მიიღებენ

8-11-2021

დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილი მოქალაქეები შესაბამის წახალისებას მიიღებენ- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


ღიბრაძემ განმარტა, რომ წახალისება მხოლოდ პირველი დოზით აცრის შემთხვევაზე ვრცელდება.


„წამახალისებელი კამპანია დღეიდან იწყება და გულისხმობს იმას, რომ 60 წელს ზემოთ, ანუ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც აიცრებიან, მიიღებენ შესაბამის წახალისებას. საუბარია დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილ პირებზე. ეს ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იცრება პირველად. მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031