გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით

8-11-2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.


„მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭირო თანხები, ჯერ კიდევ გასულ წელს გაცემული დაპირების შესაბამისად აისახა 2022 წლის ბიუჯეტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031