გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერი: ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება, ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა

10-11-2021

ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება და ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა, - ამის შესახებ ონის მერმა სერგო ხიდეშელმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო წლიდან ქალაქ ონს ეს პრობლემა აღარ ექნება.


„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. დაისახა რიგი საკითხების გადაჭრის გზები. ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება და ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა. მომდევნო წლიდან ქალაქ ონს ეს პრობლემა აღარ ექნება", - განაცადა ონის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930