გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
21 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 1.6 მლნ აშშ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

23-11-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930