გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში გაბაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-11-2021

ქალაქ კასპში გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე პირის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.


ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე მოეწყო რკინა-ბეტონის ჭები და სანიაღვრე კიუვეტები.


გზის მოასფალტების სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ აწარმოებს და მასზე 289 750 ლარი იხარჯება.


პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.


"მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ ერთი პრიორიტეტია. გაბაშვილის ქუჩაზე ათეული წლობით არსებული პრობლემა მალე აღარ იაქნება, ხოლო მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებელბენ" - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930