გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

28-11-2021

„საქართველოს მელიორაცია“, ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.


სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდება და მოწესრიგდება 13 კმ სიგრძის არხი; 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება; მოეწყობა გამანაწილებელი კვანძები და წყლის ჩამკეტი ფარები. დამონტაჟდება საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. პროექტის ღირებულება 2 277 800 ლარია.


სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.


„საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,ხრამ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.


„ქვემო ქართლში განსაკუთრებით მაღალია სარწყავ წყალზემოთხოვნა. შესაბამისად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად ვახორციელებთ. ხრამ არხის რეაბილიტაციით, ჩვენშევამცირებთ წყლის დანაკარგს, გავაუმჯობესებთ სარწყავი წყლის მიწოდებასა და მართვას, რასაცადგილობრივი ფერმერების წარმატებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სავარგულების სტაბილურად მორწყვისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით წითლიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930