გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს

9-12-2021

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირება განხორციელდა 7 ობიექტში. შპს „ახალ ხორცში" დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები" ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.


სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას"( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან") შეუჩერდა აღიარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930