გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა

10-12-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის შეხვდა.


კობა კობალაძემ ზოლტან ჰეგის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა სამსახურის პრიორიტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ და უნგრეთის ვეტერანების სამსახურთან და ამ მიმართულებით, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


თავის მხრივ, პირველმა მდივანმა, კობა კობალაძეს და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომა გამოუცხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.


მხარეები შეთანხმდნენ, ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, დაგეგმონ სხვადასხვა, ერთობლივი ღონისძიებები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031