გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის

15-12-2021

მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ესტონელ კოლგასთან ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება განიხილა.


„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კაია კალასთან. განვიხილეთ ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება. მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031