გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს

17-12-2021

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს.


მთავრობის მეთაური 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.


პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.


ღონისძიება სასტუმრო "ბილტმორში" ხვალ, 18 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031