გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის

20-12-2021

„აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის.


აფხაზეთის ჯანდაცვის თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია.


მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა.


პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.


#ავიცრათერთმანეთისთვის


#აფხაზეთისმთავრობა


#აფხაზეთისჯანდაცვა,“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრილევან ჩაკვეტაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031