22-12-2021
პარლამენტმა გამარტივებული წესით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლითაც ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.
ცვლილება ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების გადატანას ასევე ერთი წლით.
„ცვლილება ეხება 2017 წელს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც შეეხება ბაზრობის ტერიტორიაზე არასტაციონარულ სავაჭრო დახლზე ვაჭრობის გამხორციელებელი პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებას. 2019 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება გადავადდა 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ ამ ცვლილების გადადებას 2023 წლის 1 იანვრამდე. ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, რომელიც პანდემიის შედეგებს უკავშირდება და ერთწლიანი შეღავათი გათვალისწინებულია სწორედ ამ კანონით", - განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, ამ კანონის თანახმად, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისაგან.
ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||