გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაბა კაზრეთში სახაალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

28-12-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და კომპანია ,,არემჯის" მხარდაჭერით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების კონცერტი მოეწყო.


კაზრეთელების სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალმა იამზე ურუმაშვილმა, რომელიც მაყურებლების წინაშე მეგობრებთან ერთად წარსდგა.


კონცერტის დასასრულს საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვისხე. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და კაზრეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ კომპანია „არმეჯის“ ხელმძღვანელი პირებიც.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930