გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

29-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის ააიპ "სამუსიკო სკოლა"-ში საახალწლო კონცერტი გაიმართა.


სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.


სკოლის დირექტორმა - ლევან ბერელიძემ დამსწრე საზოგადოებას და კონცერტში მონაწილე ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.


საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31