გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ლანჩხუთში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა

14-01-2022

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლოდ გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ლანჩხუთში სხვადასხვა გასართობი აქტივობები გაიმართა, რომელიც ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის იყო გათვლილი. მოეწყო საშობაო ქარავანი, ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. საზეიმო მსვლელობა მოაწყო მოძრავმა ორკესტრმა. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუამ დაურიგა ტკბილეული. გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. რის შემდეგაც სცენა ,,გორდელას" დაეთმო. შემდეგ კი ,,ჩვენებურები" და ,,ოჩოს ქოხი" წარსდგა მსმენელის წინაშე. სადღესასწაულო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930