გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ნორმალურ, თავმოყვარე ქვეყანაში სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ უნდა ჰქონდეს - ედუარდ შევარდნაძე 2013 წელს

16-01-2022

საქართველოს მეორე პრეზიდენტის, აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რომელიც მან 2013 წლის ოქტომბერში, გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, ნორმალურ, თავმოყვარე ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი აღარ უნდა ჰქონდეს.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"თავმოყვარე ერი აღარასოდეს დაუშვებს, მკვლელებისა და ადამიანების გაუპატიურების ხანაში დაბრუნდეს. საზოგადოებამ კარგად უნდა გააანალიზოს, რომ რაც ხდებოდა, ეს არ იყო ერთეული შემთხვევები, ჩვეულებრივი დანაშაულები, არამედ ეს იყო სისტემის სახე, რომელსაც სხვაგვარად მოქმედება არ შეეძლო და ვერც მომავალში შეძლებს, მისი შეცვლა შეუძლებელია. ამიტომ არის საჭირო სამართლიანობის აღდგენა, რომ ამ სისტემის დაბრუნების მცირედი შანსიც კი აღარ დარცეს" - აცხადებდა ედუარდ შევარდნაძე.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031