გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: დაპირებისამებრ, გავხსენით თურქეთის ბაზარი, მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს მედიკამენტებს

24-01-2022

დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ პროცესს აკვირდება.


„მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031