გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატი კოვიდზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად სამგზავრო მიკროავტობუსით ბაკურიანში გაემგზავრა

25-01-2022

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ოქროპირიძე ბაკურიანში გაემგზავრა.


ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად, დეპუტატი სამთო კურორტზე სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა. ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.


ამ ეტაპზე ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930