გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

7-02-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან.
 
მხარეებმა შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის 26 იანვარს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში განხორციელებული ვიზიტი და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
 
შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.
 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930