8-02-2022
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ინსექტირების პარალელურად, აქტიურად ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიქტებს Haccp-ის (კრიტიკული ანალიზისა და საკონტროლო წერტილების) სისტემა დანერგილი.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოს ბაზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 10 000-მდე ობიექტი, რომლებისთვისაც სავალდებულოა HACCP-ის სისტემის დანერგვა. სააგნეტოს ინსპექტორების მიერ ამ დროისთვის გაცემულია 1000-ზე მეტი რეკომენდაცია. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მითითებების შეუსრულებლობისთვის 100-მდე ბიზნესოპერატორი (მათ შორის 48 დედაქალაქში) დაჯარიმდა.
ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, Haccp-ის პრინციპების დანერგვა 2021 წლის 1-ლი ივნისიდან არის სავალდებულო. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნეს-სექტორსა და გაერთიანებებთან მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||