13-02-2022
"ტელეკომპანია "ტვ პირველი" აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი.
"დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი ფეიკ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში დაასაქმა თითქოსდა მისი დაცვის უფროსის- ზაზა თოდუას ოჯახის წევრები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა არ არის პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი და აღარ მუშაობს ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||