გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური წესი - გადასახადის გადამხდელის ახალი, უფრო მოქნილი და ეფექტური სტატუსი

23-02-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, დაახლოებით, 11000 გადასახადის გადამხდელს სიახლეს სთავაზობს. 


შეიქმნა ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის 1-ლი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ  არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ  ანგარიშ-ფაქტურების გაცემას.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი გულისხმობს, რომ მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში: 


•    მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ;


•    ან/და მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს  არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა.
ასევე, განხორციელებული ცვლილებით, თუ პირს აღარ დაუფიქსიდება საგადასახადო დავალიანება ზემოაღნიშნული ოდენობის ფარგლებში, მას ავტომატურად გამოერთვება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი და კვლავ, აღუდგება ჩვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების წესი.


აქვე განვმარტავთ, რომ დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებულ პირს და პირს, რომელსაც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება აქტივობა, სათანადოდ შესწავლის შედეგად, ისინი ავტომატურ რეჟიმში, ერთი წლის ვადით, გადაყვანილი იქნებიან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე.აღნიშნული ცვლილების შესახებ, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქვეყნის მასშტაბით გეგმავს შეხვედრებს, როგორც მეწარმე სუბიექტებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031