გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის სოფელ ურაველში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა

23-02-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტი გარდამავალია, სამუშაოები აქ გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.


პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობიდან ახალ გამანაწილებლამდე შიდა ქსელისა და საუბნო გამანაწილებლების მოწყობა.


პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ ურავლის მაცხოვრებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031