გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინაში მიმავალი ბორანი ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდება და მასზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდებიან

28-02-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 23 თებერვალს უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიმავალი სატვირთო ბორანი, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ღია ზღვიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა.


„ბორანი განთავისუფლდა საპორტო და სხვა მოსაკრებლებისგან" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, ბორანზე მყოფი უკრაინის მოქალაქეები, მას შემდეგ, რაც ბორანი საქართველოში ჩამოვიდა, სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930