28-02-2022
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი - გოჩა ენუქიძე სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას განახორციელებს.
ამ დროისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მასში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხის მობილიზებას ახორციელებს.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდება ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორს და თითოეულ მოქალაქეს.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||