გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

3-03-2022

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.


თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში ესტუმრნენ და, დედის დღესთან დაკავშირებით, ყვავილების თაიგული გადასცეს. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და მათ სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930