გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადები შეისწავლოს

8-03-2022

მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.


„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31