გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

8-03-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს ტელეფონით ესაუბრა.


საუბრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო.


პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადების შესწავლა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების დღის წესრიგის დასაჩქარებლად და ამ გზაზე საქართველოს ბელგიის სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.


მხარეებმა, სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაუთმეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930