გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაიმტვრა 6 ავტომობილი და დაშავდა 3 ადამიანი – ავარია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

18-06-2018

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ავტომობილი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ში განგვიცხადეს, რომ დაშავებულთა მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქემეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.



netgazeti

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31