გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთიმ ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მიგრაციის პროცესი დაასრულა

15-03-2022

დასრულდა  სს ლიბერთი ბანკის მიერ სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელის მიგრაციის პროცესი.
პორტირებაზე შესაბამისი კომუნიკაცია  თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად, ყველა მსესხებლისა და დეპოზიტარის ინტერესების დაცვით  განხორციელდა.
 
ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში ემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას მომსახურე ბანკირებისგან შეუფერხებლად იღებენ. სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31