16-03-2022
ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის სანქციებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და წერს:
„მოკლედ, რაც უნდა გაეგო დღეს ელემენტარული აზროვნებისა და ინტელექტის მქონე homo sapiens--ს ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებიდან. არა-homo და არა-sapiens-ებს ეს რა თქმა უნდა არ ეხება. აზრი არა აქვს. მაშ ასე, არასწორია: ყოფილი რეჟიმის მხრიდან, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებებისა და ანტიპროვოკაციული მოწოდებების სრული იგნორირება; 2008 წლის 7 აგვისტოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებით, საომარი მოქმედებების პროვოცირება რუსეთთან; ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ სანქციების არშემოღება; საერთაშორისო არენაზე - არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში ამ სანქციების შემოღების მოთხოვნაზე სრული პასიურობა; რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების გაწევა; რუსეთთან ცალმხვრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება; რუსეთისთვის სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა; ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (მესხელი, ბოკერია, ხეთაგური და სხვები) ახლო ნათესავების ФСБ-ს გენერალიტეტის საკურატორო მიმართულებებზე "თელასში" სამსახურში მოწყობა; რუსეთისა და ყაზახეთის შავი ფულის გასათეთრებლად - 2012 წლის დასაწყისში აჭარის სადეველოპერო ბაზრის დათმობა სწორია: 2015 წელს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთება; რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ პარლამენტის რეზოლუციის მყისიერი მომზადება; გაეროში რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური სანქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის მხარდაჭერა; უკრაინის ომის გარშემო ჰააგის ტრიბუნალის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თითოეული გადადგმული ნაბიჯის შეთანხმება და მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა; ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ რეზოლუციის მომზადება და განაცხადის შეტანა; ქვეყნისთვის ომის აცილების, ოკუპაციის დასრულების, ეკონომიკური კოლაფსის დადგომის თავიდან ასაცილებლად პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებით განპირობებული სახელისუფლებო პოლიტიკის გატარება; უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაწეული და მიმდინარე ჰუმანიტარული ხასიათის დახმარების გაწევა და დევნილთა ნაკადის მისაღებად სრული მზაობა“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||