გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ნაცების დესტრუქციულმა ელემენტებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი მავნებლური აქტივობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის პოლიტიკა და გზავნილები თანხვედრი იყო, არის და იქნება

18-03-2022

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმიანება, რომ „მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი“.


მისი თქმით, საინტერესოა რას ფიქრობს ოპოზიცია გერმანიის კანცლერის ამ განცხადებაზე მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძის მსგავს განცხადებას მათი მხრიდან არა ერთი კრიტიკა მოჰყვა.


„საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენი ფსევდოპროდასავლური ოპოზიცია გერმანიის კანცლერის ამ განცხადებაზე? "ნაცების" დესტრუქციულმა ელემენტებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი მავნებლური აქტივობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის პოლიტიკა და გზავნილები თანხვედრი იყო, არის და იქნება! სააკაშვილის ექსტრემისტული მეხუთე კოლონის მზაკვრულ გეგმები ყოველთვის ფიასკოსთვისაა განწირული“- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031