გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: "გორბის" კვლევის მიხედვით საზოგადოების უმეტესობა დადებითად აფასებს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის, ასევე შიდა სიტუაციის სტაბილურობის მხრივ

21-03-2022

,,საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ღიად ჩაერთო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კრემლის ეკონომიკურ-პოლიტიკური იზოლაციისათვის დასახულ ღონისძიებებში” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გამოქვეყნებულ გორბის კვლევის შედეგებს.


როგორც ქადაგიძე წერს, ქართული საზოგადოება სწორად აფასებს არსებულ რეალობას.


,,საინტერესოა "გორბის" კვლევა, რომლის მიხედვით საზოგადოების უმეტესობა დადებითად აფასებს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის, ასევე შიდა სიტუაციის სტაბილურობის მხრივ... საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ღიად ჩაერთო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კრემლის ეკონომიკურ-პოლიტიკური იზოლაციისათვის დასახულ ღონისძიებებში. აქედან გამომდინარე ქართული საზოგადოება სწორად აფასებს არსებულ რეალობას” - წერს ქადაგიძე Facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031