გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

21-03-2022

მინდა, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ისინი საქართველოში გადმოასვენონ. 


„ისინი იბრძოდნენ ჩემი ინფორმაციით ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აგვისტოს ომში და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში, დაბრუნება და რა თქმა უნდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930