გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საგანმანათლებლო რესურსები და ტკბილეულის სასაჩუქრე კალათი გადაეცათ

21-03-2022

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტის ,,ჩვენ ერთნი ვართ" ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები ქალებისთვის", გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს, ასოციაცია ,,საბას" ორგანიზებითა და მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საგანმანათლებლო რესურსები და ტკბილეულის სასაჩუქრე კალათი გადაეცათ. 


,,ისინი ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრები არიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციისთვის. მინდა ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი ვუსურვო მათ", - განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.


ღონისძიება გაიმართა მესამე საჯარო სკოლაში. პატარებმა ნახატებითა და სხვადასხვა სახის აპლიკაციით სოლიდარობა გამოუცხადეს თავიანთ მეგობრებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31