გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ აზარაშვილი: ამ კვირაში გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის შექმნილი - „პაქსლოვიდი"; ეს მედიკამენტი სულ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს

22-03-2022

ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის სპეციალურ პრეპარატი, რომელიც Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი".  სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი საქართველო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იქნება უფასო ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
 
„ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება,"- განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930