გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, განვიხილეთ უკრაინასა და რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები

22-03-2022

მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბრისას განიხილეს უკრაინასა და მთელს რეგიონში  არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები.


„საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31