გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთში ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა

19-06-2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქალაქ ვანვში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნა.


ცერემონიას ნოე ჟორდანიას ოჯახის წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე და ქალაქ ვანვის მერი ბერნარ გოდუშო.


100 წლის იუბილეს ფარგლებში, ასევე, ლევილის ქართულ მამულში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, ქართული დიასპორული ასოციაციებისა და ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით.


სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, დამფუძნებელი საბჭოს წევრებისა და პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა საფლავები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930