გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას შეხვდა

31-03-2022

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა.


კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფებიან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სამუშაო შეხვედრებს მართავენ.


FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სელემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორი მიშელ ბონდს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი შეხვდა.


შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა დელეგაციის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. განიხილეს უპირატესობები, რომელიც ქვეყანას ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდებასა და IT მიმართულებით აქვს.


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უპირატესობებზე და ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის კუთხით ქვეყანაში არსებულ რესურსებს.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031