7-04-2022
SOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად პერსონიზირებული შეთავაზებები გავუკეთოთ SOLO-ებს, მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი - “Lifestyle Chooser”-ი დაემატა. მისი დახმარებით, მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს მისთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზების ნახვას.
Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება: მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც, მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზეიღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის:https://mbank.bog.ge/8dSN
“Lifestyle Chooser”-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო JWT მეტრომ იმუშავა. აღნიშნული კატეგორიებია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია.
ვიდეოს სანახავად, ეწვიეთhttps://bit.ly/3ukeNv0
„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - Lifestyle Chooser ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი, პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს. დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||